კლუბი ±
1. საბურთალო საბურთალო 28 27 63
2. დინამო თბ დინამო თბ 27 29 58
3. დილა დილა 28 14 49
4. ჩიხურა ჩიხურა 28 16 47
5. ტორპედო ტორპედო 26 20 45
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 27 -11 32
7. რუსთავი რუსთავი 28 -9 29
8. სიონი სიონი 28 -25 21
9. სამტრედია სამტრედია 28 -27 18
10. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 28 -34 13

კალენდარი

ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი

ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი

პარასკევი, 19 ოქტომბერი

შაბათი, 20 ოქტომბერი

კვირა, 21 ოქტომბერი

პარასკევი, 26 ოქტომბერი

შაბათი, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

ტორპედო სლოვაკი ფეხბურთელით გაძლიერდა!

  • მარეკ ჰლინკა ქუთაისურ კლუბში ითამაშებს
  • მილან ბაროშის გუნდელი ეროვნულ ლიგაში

ქუთაისის ტორპედომ ევროთასების წინ პირველი ტრანსფერი განახორციელა. სლოვაკი ახალწვეული, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთის ტოპ დივიზიონიდან - ბანიკ ოსტრავადან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

27 წლის ნახევარმცველი, სლოვაკური ბანსკი-ბისტრიცას აღზრდილია, სხვადასხვა დროს თამაშობდა დუკლა პრაღაში და სპარტაკ ტრნავაში. 2010-12 წლებში, სლოვაკ მოთამაშეს 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

როინ კვასხვაძე: "ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მოლდოვის ჩემპიონს - ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი პირველ შეხვედრას ქუთაისში ჩაატაატარებს. ვრცლად

ბაროშის გუნდელი

მარეკ ჰლინკა 2016 წლიდან ბანიკ ოსტრავაში, ცნობილი ჩეხი ფეხბურთელის - მილან ბაროშის მშობლიურ კლუბში თამაშობს. ლივერპულის, ლიონის და გალათასარაის ყოფილი ფორვარდი დღესაც ბანიკშია და კლუბში მეოთხე სეზონსს ატარებს.

📌 მარეკ ჰლინკა და მილან ბაროში ზეიმობენ გოლს
ზბოიოვკა ბრნოს წინააღმდეგ | 26 მაისი, 2018 წელი

ბაროში ჩეხოსლოვაკეთის 3 გზის (1976, 1980, 1981) ჩემპიონში სხვადასხვა დროს 1998-2001, 2013 და 2014-15 წლებში თამაშობდა - 2017 წელს დაბრუნდა და 25 მატჩში, 9 გოლი აქვს გატანილი.