კლუბი ±
1. საბურთალო საბურთალო 24 28 56
2. დინამო თბ დინამო თბ 23 26 51
3. დილა დილა 23 14 42
4. ჩიხურა ჩიხურა 24 13 38
5. ტორპედო ტორპედო 21 12 34
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 24 -11 28
7. რუსთავი რუსთავი 24 -4 27
8. სიონი სიონი 24 -20 20
9. სამტრედია სამტრედია 24 -26 13
10. კოლხეთი 1913 კოლხეთი 1913 25 -32 12

კალენდარი

ოთხშაბათი, 3 ოქტომბერი

ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი

კვირა, 26 აგვისტო

კვირა, 23 სექტემბერი

ორშაბათი, 24 სექტემბერი

ხუთშაბათი, 27 სექტემბერი

ახალი ამბები

ეროვნული ლიგა დღეს ქუთაისური მატჩით განახლდება

  • ტორპედო - დილა / 18:00 საათი

დღეს, 18:00 საათზე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა - ქუთაისის ტორპედოსა და გორის დილას მატჩით გაიხსნება.

30-ე ჩემპიონატისთვის გუნდებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, ტორპედომ მნიშვნელოვანი გაძლიერება - ჯაბა ლიპარიას და ევგენი ბოხაშვილის სახით მიიღო, ასევე გუნდმა საჩხერის ჩიხურას შემტევი - მიშიკო სარდალიშვილი დაიმატა.

დილა - ტორპედო, 2017 წელი
დილა - ტორპედო, 2017 წელი

გორის დილას რიგებს, სამტრედიელთა შარშანდელი ერთ-ერთი ლიდერი - დავით რაჟამაშვილი შეუერთდა, ასევე გუნდს გააძლიერებენ - ჰოლანდიელი ალვინ ფორტისი, ლოკომოტივის ყოფილი შემტევი ნოდარ ქავთარაძე, დინამოს და კოლხეთის ყოფილი უკრაინელი ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკი და გურამ სამუშაია, რომელმაც რაჟამაშვილის მსგავსად შარშანდელი სეზონი სამტრედიაში გაატარა.

ქუთაისურ მატჩს ტორპედოდან დისკვალიფიკაციის გამო 5 ფეხბურთელი გამოტოვებს, ტორპედო - დილას დაპირისპირებას პაატა მაჭარაძე განსჯის. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

  • გიორგი გურული - ტორპედო
  • გიორგი ქიმაძე - ტორპედო
  • ბექა ტუღუში - ტორპედო
  • მაქსიმე ქვილითაია - ტორპედო
  • ბიძინა მახარობლიძე - ტორპედო