სეზონი 2017 ფოლადი - რუსთავი დ. სანოძე
-
:
-
HT — PEN —

რუსთავის „ფოლადზე“ „ცხინვალმა“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-5 წუთზე გოლით ირაკლი ბაჯელიძე გამოირჩა. ცხინვალელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-19 წუთზე მეტოქეს ჯაბა კასრელიშვილმა გაუტანა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ცხინვალი“ მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდა, 55-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. ტყიბულელები სწრაფმა გოლმა არ დააბნია და 68-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს, გოლი გიორგი ვეკუას ანგარიშზეა. სტუმრებს მატჩის მიწურულს სამი ქული მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ 86-ე წუთზე საბა ლომიამ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. 

საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. ეროვნული ლიგა 2-ს შემდეგი ტურის შეხვედრაში „ცხინვალი“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს, ტყიბულის „მეშახტე“ კი - ლანჩხუთის „გურიას“.

მსაჯები

არბიტრი - დ. სანოძე

პირველი ასისტენტი - ვ. რუხაია
მეორე ასისტენტი - ა. თავაძე

მეოთხე მსაჯი - ი. სიგუა

შემადგენლობა

სტატისტიკა

თამაშის სტატისტიკა

ბურთის ფლობა
51%
49%
საგოლე მომენტები
0
0
კარში დარტყმები
7
5
კარისკენ დარტყმები
10
6
კუთხურები
8
3
სეივები
0
0
თამაშგარეები
0
0
ჯარიმები
17
12
ყვითელი ბარათები
3
2
წითელი ბარათები
0
0
პასები
535 (86%)
466 (85%)

პირისპირ

ცხინვალი
სულ მოგება
0
სახლში
0
სტუმრად
0
მეშახტე
სულ მოგება
2
სახლში
2
სტუმრად
0
4
შეხვედრა
2 ფრე