ლოკომოტივი დინამო ბთ
ტური 1

საბოლოო ანგარიში
2
:
1
HT — 2:1
ჯ. ხორავა
მიხეილ მესხი 2 - თბილისი
Erovnuli Liga HD

თბილისის „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ბათუმელთა შეტევებით დაიწყო. მათ პირველივე წუთზე პენალტის დატყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ კუთხურის შემდეგ აიღო თბილისელთა კარი. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო გააქტიურდა და 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თეიმურაზ ღონღაძის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ თავი შეაშველა და ბათუმელთა უკრაინელ მეკარეს აუღებელი დაურტყა. გიორგი დევდარიანის გუნდმა გადამწყვეტი გოლიც პირველ ნახევარში გაიტანა. 43-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის მიერ ჩაჭრილი ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. მეორე ნახევარში „დინამო“ უფრო აქტიურად უტევდა და „ლოკომოტივი“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებით, თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში გალიდერდა. 

მსაჯები

  • არბიტრი - ჯ. ხორავა
     
  • პირველი ასისტენტი - ლ. თოდრია 
  • მეორე ასისტენტი - დ. გაბისონია
     
  • მეოთხე მსაჯი - პ. მაჭარაძე

25. რევაზ თევდორაძე
4. ნიკა ჭანტურია
7. ირაკლი სიხარულიძე
8. ნოდარ ქავთარაძე
10. გიორგი დიასამიძე
15. ირაკლი კომახიძე
21. თეიმურაზ ღონღაძე
27. გიორგი გაბაძე
50. გიორგი რეხვიაშვილი
80. დავით უბილავა C
88. დავით სამურკასოვი

სათადარიგო შემადგენლობა

77. ბექა ქურდაძე
3. რევაზ ჩიტეიშვილი
9. მამია გავაშელიშვილი
11. გიორგი კიკნაძე
16. გიორგი ხიდეშელი
17. ირაკლი ბუღრიძე
22. ლუკა ვარძელაშვილი

მთავარი მწვრთნელი

გიორგი დევდარიანი

13. ანატოლი ტიმაფეევი
6. გელა გოგიტიძე
7. გიორგი ქავთარაძე
8. თეიმურაზ შონია C
9. მიხეილ გორელიშვილი
11. ანზორ სუხიაშვილი
16. დავით კვირკველია
23. პაპუნა ფონიავა
25. თორნიკე თარხნიშვილი
28. არჩილ ტვილდიანი
77. იაროსლავ კვასოვი

სათადარიგო შემადგენლობა

1. რომან ტაკიძე
2. მირზა ფარტენაძე
3. ვაჟა ქორიძე
10. ვალერიან თევდორაძე
30. ნიკა მგელაძე
96. ჯოვინო ფლამარიონი
98. ნიკა კვანტალიანი

მთავარი მწვრთნელი

ლევან ხომერიკი

ბურთის ფლობა
49%
51%
კარში დარტყმა
5
5
კარისკენ დარტყმა
6
11
კუთხური
7
8
ჯარიმა
13
17
ყვითელი ბარათი
4
4
წითელი ბარათი
0
0
პასები (%)
365 (76%)
381 (78%)