ლევან მჭედლიძე თბილისის დინამოში ითამაშებს!

News

ლევან მჭედლიძე თბილისის დინამოში ითამაშებს!

  • ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა
  • მჭედლიძე დინამოში 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი - ლევან მჭედლიძე კარიერას თბილისის დინამოში განაგრძობს. 29 წლის ფორვარდმა თბილისურ კლუბთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმა.

ლევან მჭედლიძე 2008 წელს იტალიურმა ემპოლიმ დაიმატა, თუმცა 2008-09, 2009-10 წლების სეზონები პალერმოში ითამაშა, ხოლო 2010-2019 წლებში ემპოლის ღირსებას იცავდა.