დინამომ ქართული დერბი ლევან კუტალიას გოლით მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა!

News

დინამომ ქართული დერბი ლევან კუტალიას გოლით მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა!

დღეს წაყლტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამოს ქართულ დერბიში უმასპინძლა და მეტოქესთან მინიმალური  სხვაობით 0:1 დამარცხდა.

დინამოელებმა შეხვედრა ყოფილი ტორპედოელის - ლევან კუტალიას გოლით მოიგეს. კუტალიამ ქავთარაძის პასი საჯარიმოში დაამუშავა და ზუსტი დარტყმით ქუთაისელთა კარი აიღო.

თუმცა ძველი კლუბისადმი პატივისცემის ნიშნად დინამოელთა 19 ნომერს გოლი არ აღუნიშნავს. დინამო შემდეგ შეხვედრას 25 აგვისტოს დინამო არენაზე რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

გათამაშების ლიდერისგან განსხვავებით, მეხუთე ადგილოსანი ტორპედო მომდევნო ტურს გასვლაზე ითამაშებს - კახა ჩხეტიანის გუნდი 24 აგვისტოს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის დილას დაუპირისპირდება.