ქუთაისის ტორპედომ ახალი ლოგო წარადგინა

News

ქუთაისის ტორპედომ ახალი ლოგო წარადგინა

ქუთაისის ტორპედო ახალ სეზონს, ახალი ლოგოთი დაიწყებს. ქუთაისელები უახლოეს მომავალში ასევე საკლუბო მაღაზიის გახსნას აპირებენ, სადაც კლუბის ატრიბუტიკა გაიყიდება.

"ეს ყველაფერი გულშემატკივრის გამო კეთდება, საკლუბო მაღაზიაში სპორტული ეკირიპება და ტორპედოს ბრენდირებული ატრიბუტიკა გაიყიდება. ახალი ფორმა გვექნება, ახალი ლოგოთი. ძველ ფერებს დავუბრუნდით და ლოგოც გულშემატკივრებთან ერთად ავარჩიეთ." განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მოსიაშვილიმა